საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება

ერასმუს +

ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საქართველო Erasmus+ პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. პროგრამის საშუალებით მას ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებსა და საგრანტო კონკურსებში.

პროგრამა Erasmus+ Degree Mobility პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დაფინანსება უცხოეთში მაგისტრის ხარისხის მისაღებად თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. სტიპენდია ფარავს სწავლის, მოგზაურობისა და საცხოვრებლის ხარჯებს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ინფორმაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/calls-for-proposals-tenders 

დეტალური ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/resources#tab-1-0 

Erasmus+ პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ევროკომისია, თუმცა პროგრამის განხორციელება ხდება ეროვნული სააგენტოების მეშვეობით. Erasmus+ ეროვნული ოფისი ფუნქციონირებს საქართველოშიც. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) (www.erasmusplus.org.ge) მიზანია გააუმჯობესოს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კომპონენტების  შესახებ ინფორმირებულობა, აქტუალურობა და მნიშვნელობა, ხელი შეუწყოს პროგრამის გავრცელებას საქართველოში და დაეხმაროს ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს. 2017 წელს ოცდაექვსმა ქართველმა სტუდენტმა მოიპოვა დაფინანსება Erasmus Mundus - ის სამაგისტრო კურსებზე, ხოლო 2016 წელს - თხუთმეტმა.


ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის

ვიშეგრადის ფონდი სტიპენდიებს სთავაზობს კონკრეტულად იმ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან არიან, მათ შორის ქართველებს. სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრებისა და პოსტმაგისტრების (დოქტორანტების/პოსტდოქტორანტების) სწავლისა და კვლევისათვის V4 რეგიონის უმაღლეს სასწავლებელში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი). აპლიკანტებმა უნდა მიმართონ V4 რეგიონის უნივერსიტეტებს და შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: http://my.visegradfund.org/scholarships

სტიპენდია ფარავს V4 ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს. შესაძლოა, მოიცავდეს ასევე გრანტს მოგზაურობისთვის. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://visegradfund.org/scholarships/visegrad-scholarship-program-eap


დიდი ბრიტანეთი

ჩივნინგის სტიპენდიები არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს გლობალური სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამეგობრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. პროგრამა ლიდერობის პოტენციალით გამორჩეულ სტუდენტებს საქართველოდან სთვაზობს სტიპენდიებს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს დიდ ბრიტანეთში. ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.chevening.org/georgia/  

საქართველოს ბანკი და ჩივნინგის სტიპენდიების პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ დაფინანსება უმაღლესი განათლების მისაღებად. საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რის შედეგადაც დაწესდა საქართველოს ბანკისა და ჩივნინგის ერთობლივი სტიპენდია (Chevening/Bank of Georgia Scholarship). დაფინანსება მოიცავს არა მარტო სწავლის საფასურს, არამედ ისეთ ხარჯებსაც, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი, ვიზის გადასახადი. კონკურსის მეშვეობით შეირჩევა 3 გამარჯვებული, რომლებიც მოიპოვებენ დაფინანსებას 2017/2018 სასწავლო წელს დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://istudy.ge


გერმანია DAAD

DAAD - ი არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო გაცვლით პროგრამას. ორგანიზაცია გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს გერმანიაში სასწავლებლად. DAAD - ს გააჩნია რამდენიმე საინფორმაციო ცენტრი მსოფლიოში. ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისშიც (http://ic.daad.de/tbilissi/).

სტუდენტებს, მაგისტრებსა და მეცნიერებს DAAD - ი სთავაზობს საგნებისა და კვლევების ფართო არჩევანს მეტწილად გერმანულ ენაზე, თუმცა არსებობს სტიპენდიები ინგლისურ ენაზეც. სტიპენდია ფარავს გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს. სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.daad.de/deutschland/stipendium/en/ 

განაცხადის შეტანის პროცედურა შესაძლოა განსხვავდებოდეს სასტიპენდიო პროგრამას მიხედვით. DAAD - ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე: https://www.daad.de/deutschland/stipendium/hinweise/en/8527-application-forms-downloads/ 


იაგელონის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტიპენდიები

ევროპული კვლევის ცენტრი (CES), იგივე იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს ევროპულ კვლევებზე. სტიპენდიები ფარავს პოლონეთში სწავლასთან და  ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  ვებგვერდზე: http://www.ces.uj.edu.pl/prospective/graduate 


იაპონიის მთავრობის სტიპენდიები 2019

იაპონიის მთავრობამ 2019 წლისათვის გამოყო სტიპენდიები იაპონიის უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მკვლევარის პროგრამებზე სასწავლებლად. იაპონიის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივნისი. დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ განთავსებულია ბმულზე: http://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/mext_scholarship20180418.html

სომხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: 
  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი  
  • CV
სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში;

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2018 წლის  29 ივნისის ჩათვლით.


აზერბაიჯანის სამაგისტრო პროგრამები სპორტის მიმართულებით

აზერბაიჯანის ფიზიკური განათლებისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიამ, 2018-2019 სასწავლო წლისათვის, გამოაცხადა მიღება სამაგისტრო პროგრამებზე სამი ახალი მიმართულებით: 

  1. სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია
  2. სპორტული ჟურნალისტიკა
  3. სპორტის მენეჯმენტი
სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 01 მაისი. დამატებითი ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.sport.edu.az/en/ 


ჩეხეთის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 - 2019 სასწავლო წლისთვის

ჩეხეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ 2018-2019 სასწავლო წლისთვის გამოყო სასწავლო და კვლევითი სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში  

ჩეხეთის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 25 აპრილის ჩათვლით.


ლატვია

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორხმრივი შეთანხმების საფუძველზე, 2018/19 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის - 670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად). აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებგვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships  

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე გამოაცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომელიც პირველ მარტს გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე.


ლიტვა

ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სახელმწიფო გრანტებს ლიტვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად.  დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტებისა  და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე:  http://www.stipendijos.lt/en/scholarships/scholarships-1/full-time-master-degree-studies

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდის მიერ გამოცხადებული სტიპენდიებით ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე სასწავლებლად, ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებსა და ლიტუანისტიკის (ან ბალტისტიკის) სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისათვის. იხილეთ ფონდის ვებგვერდი: http://smpf.lt/en 

გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოსა და ლიტვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული შიდა საუნივერსიტეტო შეთანხმებებით:

 • კლაიპედის უნივერსიტეტი;
 • საქართველოს უნივერსიტეტი;
 • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
 • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
 • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
 • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
 • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
 • ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი;
 • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
 • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
 • მიკოლას რომერის უნივერსიტეტი;
 • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
 • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი;
 • გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;
 • კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტი;
 • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • კავკასიის უნივერსიტეტი;
 • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
 • ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტი;
 • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
 • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
 • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
 • კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტი;
 • კავკასიის უნივერსიტეტი;
 • ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტი;
 • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 


ესტონეთი

ესტონეთში არსებული სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდზე:http://www.studyinestonia.ee/. აღნიშნულ პორტალზე შესაძლებელია სასურველი საბაკალავარო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამის შერჩევა და  პროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციის მოძიება.  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში დაინტერესებული ესტონური უნივერსიტეტებისთვის, მათი პრიორიტეტებისა და მოთხოვნის შესაბამისად, ყოველწლიურად გამოიყოფა სტიპენდიები სასწავლო პროგრამებზე. შემდგომში უნივერსიტეტები თავად აცხადებენ აღნიშნულ სტიპენდიებს და თითოეული სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია კონკრეტული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.studyinestonia.ee/programmes

შვედეთის პროგრამები

შვედურმა ინსტიტუტმა გამოაცხადა სასწავლო პროგრამა „Summer Academy for Young Processionals 2018”, რომელიც განკუთვნილია ბალტიის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისათვის. სასწავლო პროგრამა მოიცავს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომლებიც ეხება საჯარო უწყებებში და სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი. დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://si.se/en/apply/leadership-programmes/sayp/

შვედური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის

შვედური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს მიღებას საქართველოს მოქალაქეებისთვის - „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა“ (Baltic Sea region Program/Visby Program). შვედური ინსტიტუტი საქართველოს წარმომადგენლებს სთავაზობს სტიპენდიებს სამაგისტრო, სადოქტორო და ორსემესტრიან გაცვლით პროგრამებზე. შვედური ინსტიტუტი აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯებს. „ვისბის პროგრამის“ სტიპენდიებზე არ არის განსაზღვრული კვოტები ცალკეულ ქვეყნებზე. სტუდენტთა განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად. ქართველი სტუდენტი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შვედეთში არ განიხილება სასტიპენდიო კანდიდატად. განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.studyinsweden.se

სამაგისტრო, სადოქტორო და ორსემესტრიან გაცვლით პროგრამებზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-masters/
https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-phd-postdoc/
https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-exchange-students/

საფრანგეთი

ფრანგულ სასტიპენდიო პროგრამებს, რომელიც გამიზნულია ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთვარებულებისათვის, საქართველოში კოორდინირებას უწევს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (https://institutfrancais.ge). აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამები იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად:

  • საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიები
  • სამეცნიერო სტაჟირების სტიპენდიები დოქტორანტებისათვის
  • პროგრამები ექიმებისა და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის
  • თეოლოგიის სტიპენდიები
საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიების  პროგრამა ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით და საშუალებას აძლევს ოცამდე ქართველ სტუდენტს საფრანგეთში გაიაროს ერთწლიანი სამაგისტრო კურსი. პროგრამა ცხადდება ყოველი წლის იანვრის დასაწყისში. საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა გამარჯვებულ კონკურსანტებს უზრუნველყოფს:
  • ყოველთვიური სტიპენდიით
  • ადგილით საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
  • ფრანგულ უნივერსიტეტში რეგისტრაციის ხარჯებისგან განთავისუფლებით
  • ჯამნრთელობის დაზღვევით
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერით უნივერსიტეტში რეგისტრაციისას და ვიზის მისაღებად პროცედურების გავლისას

თეოლოგიის სფეროში სასწავლო სტიპენდიების პროგრამა განკუთვნილია საფრანგეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული თეოლოგიური სწავლებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, უპირატესად კი რელიგიური პირებისათვის. პროგრამა ეხება ნებისმიერი რეგლიგიური კონფესიის წარმომადგენელს გამონაკლისის გარეშე: http://www.campusfrance.org/

ექიმებსა და ფარმაცევტებს (უცხოელ ექიმებს, რომლებიც ფლობენ ექიმად მუშაობის ლიცენზიას თავიანთ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, სადაც მათ დიპლომი მოიპოვეს) აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ DFMS-DFMSA-ს ანაზღაურებადი სტაჟით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სტრასბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდს:  https://www.unistra.fr/index.php?id=18677


სასტიპენდიო კონკურსი „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2018- 2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად 17 სტიპენდია გაიცემა როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

აღნიშნული პროგრამა 2016 წელიდან ხორციელდება და უკვე 30-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (ბურგუნდიის უნივერსიტეტი, სიანს პო, პარიზის დიდროს უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი, ბორდოს უნივერსიტეტი და სხვა) სასწავლებლად.

ელექტრონული განაცხადები მიიღება 2018 წლის 22 იანვრიდან - 22 თებერვლის ჩათვლით (19:00 საათამდე).

საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე www.iec.gov.ge ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში“ ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები: 

  • აგრარული მეცნიერებანი
  • განათლება
  • ინჟინერია
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი
  • სამართალი
  • არქიტექტურა  
  • საჯარო მმართველობა
  • მენეჯმენტი

იტალიის მთავრობის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის

იტალიის მთავრობა უცხოელი მოქალაქეებისთვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2018-2019 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და დოქტურანტურის საფეხურებზე ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განვითარების კურსებზე, სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე და იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე. სტიპენდია ყოველთვიურად შეადგენს 900 ევროს.  განაცხადის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://studyinitaly.esteri.it

ელექტრონული განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.


სლოვაკეთის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიის პროგრამა, 2018/2019 აკადემიური წლისთვის, აცხადებს სტუდენტების, მკვლევარებისა და ლექტორების მიღებას სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეჟიმში ელექტრონული აპლიკაციის შევსება და გაგზავნა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 აპრილისა. აღნიშნული აპლიკაცია და სტიპენდიებთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.scholarships.sk

2018/2019 აკადემიური წლის განმავლობაში (ზაფხულის სემესტრი) სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია არაუგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა.


რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

გამოცხადდა სააპლიკაციო განაცხადების მიღება რუმინეთის მთავრობის მიერ 2018 - 2019 აკადემიური წლისათვის შემოთავაზებულ სასტიპენდიო პროგრამებზე. რუმინულ უნივერსიტეტებში სწავლება მიმდინარეობს რუმინულ ენაზე, სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული კანდიდატი უნდა ფლობდეს რუმინულ ენას. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 6 მარტი. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: http://www.mae.ro/fr/node/10251

მალტის მთავრობის სტიპენდიები კლიმატის ცვლილების სფეროში

მალტის რესპუბლიკის მთავრობამ 2018/2019 სასწავლო წლისათვის გამოაცხადა მიღება სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე კლიმატის ცვლილების მიმართულებით. სულ გამოყოფილია 3 სასტიპენდიო ადგილი. სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური სახით 2018 წლის 25 მაისამდე. დანართის სახით იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ.  


სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum 2018-2019

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum”  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი - 25
  • მაგისტრატურა - 25
  • დოქტორანტურა - 20
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5
  • სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5
პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა
  • ბიოლოგია/ფსიქოლოგია
  • აგრარული მეცნიერებანი
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები
  • სოციალური მეცნიერებანი
  • ჯანდაცვა
  • სპორტის მეცნიერებანი
  • ხელოვნება
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე - 2018 წლის  16 იანვარიდან  - 2018 წლის 16 თებერვალის ჩათვლით.ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე  და  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.


კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2018-2019 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში). დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2018 წლის ივნისის ბოლოს.


ისრაელის სამაგისტრო პროგრამები

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებების საერთაშორისო სკოლა აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე განვითარების პრაქტიკის (MDP), მეცნიერების, მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://intschool.agri.huji.ac.il/master-development-practice-mdp


კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტიპენდიები

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (KAIST), 2018 წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოაცხადა მიღება გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამებზე (Global IT Technology Program). პროგრამით გათვალისწინებულია ინდივიდუალური სამაგისტრო და სადოქტორო კურსები სამთავრობო პირებისთვის, პროფესორების, მკვლევარებისა და ექსპერტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პერიოდია 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების მატერიალურად წარდგენა უნდა მოხდეს 2018 წლის 24 აპრილამდე. დამატებითი ინფორმაცია პროგრამების თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://ittp.kaist.ac.kr/html/kr/


კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის სტიპენდიები

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სტავაზეობს სამაგისტრო პროგრამებს. პროგრამები ფინანსდება კორეის საერთაშორისო განათლების ეროვნული ინსტიტუტის (NIIED – National Institute for International Education) მიერ კორეის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში (KGSP – Korean Government Scholarship Program), რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სწავლისა და ავიაბილეთების საფასურის სრულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ სტიპენდიებს.

  • საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
  • განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
  • საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)

განაცხადი უნდა გადაიგზავნოს როგორც ელექტრონული (https://apply.kdischool.ac.kr/), ასევე მატერიალური სახით კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლაში შემდეგ მისამართზე: The Office of Admissions KDI School of Public Policy and Management 263 Namsejong-ro, Sejong, 30149 Republic of Korea.

განაცხადების მიღების ვადა იწურება 2018 წლის 16 მარტს, ხოლო განაცხადების განხილვის შედეგები ცნობილი გახდება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს. დანართის სახით იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების შესახებ


კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები  

კორეის უნივერსიტეტი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე იწვევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კორეის მთვრობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაცია კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლისა და სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ დანართში.


სამხრეთ კორეის სტიპენდიები

სამხრეთ კორეის, სეულის ეროვნული უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს იმ ქართველ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მიღება საერთაშორისო ენერგეტიკასა და საერთშორისო IT პოლიტიკის პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს საერთშორისო სტიპენდიისა და განათლების პროგრამას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის ტექნოლოგიური მენეჯმენტის, ეკონომიკისა და პოლიტიკის პროგრამის (TEMEP) ფარგლებში. სტიპენდია ფარავს სეულში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია ვებგვერდზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/index.snu. დეტალური ინფორმაცია დაფინანსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/guidLine.snu#


თურქული სტიპენდიები 

თურქეთის სტიპენდიები არის უმაღლესი განათლების სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ფინანსდება თურქეთის მთავრობის მიერ და  შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, ასევე კვლევის სხვადასხვა სფეროებში თურქეთის უნივერსიტეტებში (სახელმწიფო/კერძო). სტიპენდია ფარავს თურქეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია ვებგვერდზე: https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.turkiyeburslari.gov.tr/index.php/en/


ჩინეთის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის

ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018/2019 აკადემიური სასწავლო წლისათვის გამოყოფს სტიპენდიებს. ჩინეთის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 9 მარტის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  http://www.csc.edu.cn/LAIHUA/newsdetailen.aspx?cid=66&id=3074


ჩინეთი/UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისათვის

გამოცხადდა საბუთების მიღება 2018-2019 სასწავლო წლის ჩინეთი/UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების სწავლას ჩინეთის უნივერსიტეტებში. დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის პირობების, აუცილებელი საბუთების და ჩინეთის უნივერსიტეტების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.unesco.org/new/en/fellowships/programmes/unescopeoples-republic-of-china-the-great-wall-co-sponsored-fellowships-programme/ 

ასევე იხილეთ დანართი. განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 9 მარტის ჩათვლით.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით

გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სამინისტრო, გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) და იუნესკოსთან (UNESCO) ერთად, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ გარემოსდაცვით მენეჯმენტის ცენტრში (CIPSEM), გარემოს დაცვის დარგში მომუშავე ექპერტებს სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და მოიცავს 2019 წლის 10 იანვარიდან 2019 წლის 12 ივლისის პერიოდს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 05 ივნისი.

დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tu-dresden.de/bu/umwelt/cipsem/bewerbung