საშულო განათლება

აშშ: ფლექსი  

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (ფლექსი) საქართველოს სკოლების 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკის საშუალო სკოლაში და იცხოვრონ მასპიძელ ამაერიკულ ოჯახში. ფლექსის პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო  დეპარტამენტის მიერ და მოქცეულია საქართველოს განათლების საერთაშორისო ამერიკული საბჭოს იურისდიქციის ქვეშ. აღნიშნული პროგრამა საქართველოს საშუალო სკოლის მოსწავლეებს წელიწადში სთავაზობს 50 სტიპენდიას (დაფინანსებას). სტიპენდიის მიმღები პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სამგზავრო ბილეთით საქართველოდან ამერიკამდე და  უკან. ასევე ყოველთვიური ფულადი დახმარებით, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური ხარჯებისთვის. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.americancouncils.ge/ge/