ქეთევან ციხელაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა 14.06.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ჯენერ ედელმანს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტები, მათ შორის განათლების მიმართულებით, კორპორაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართვის შესაძლებლობა. ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესში ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზიც განიხილეს.

შეხვედრაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.