ქეთევან ციხელაშვილი ჰერბერტ ზალბერს შეხვდა 11.05.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკიუსიების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაც განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესში.