ქეთევან ციხელაშვილი ლუკ დევინს შეხვდა 04.05.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილეს ლუკ დევინს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ლუკ დევინს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები გააცნო.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე, არსებულ გამოწვევებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესში.