პანკისის ხეობაში რვა ახალი ტურისტული ბილიკი მოინიშნა 19.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან და უხუცესებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პანკისის ხეობაში მონიშნული რვა ახალი  ტურისტული ბილიკის შესახებ. აღნიშნული ბილიკები უკვე ფუნქციონირებენ და მათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებსა და ხეობის სტუმრებს.

მოგვიანებით, შეხვედრაზე დამსწრეებმა, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს. წამოაყენეს მათთვის საინტერესო საკითხები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის  აპარატის უფროსი, ახმეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.