ქეთევან ციხელაშვილი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა 06.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელთან ვალტერ კაუფმანთან და  ფონდის თბილისის ბიუროს ახალ დირექტორთან, შტეფან მაისტერთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. მიმოიხილეს  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის  ფაქტები. აღინიშნა ის დისკრიმინაციული გარემო, რომელში ცხოვრებაც გალისა და ახალგორის მოსახლეობას უწევს. ხაზი გაესვა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებსა და  მათი გადაჭრის გზებს. 

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებთან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და  აღნიშნა, რომ იგი  იმპლემენტაციის პროცესშია.  ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. იმსჯელეს სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე.

შეხვედრის ბოლოს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.