ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამს ულოცავს 04.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ისლამის მრავალრიცხოვან მრევლს ისლამური სამყაროს ყველაზე ბრწყივნალე დღესასწაულს - "იდ-ალ ფიტრს", წმინდა რამაზანის თვის დამთავრებას ულოცავს.

„მინდა ისლამის მიმდევარ თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს ზეიმი - წმინდა რამაზანის თვის დასრულება და ვუთხრა, რომ ვუერთდები მათ სიხარულს. მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება მოეტანოს მას ჩვენი ოჯახებისა და მთლიანად ქვეყნისათვის.

„მუსლიმი საზოგადოება კიდევ უფრო მდიდარს ხდის ჩვენს მრავალფეროვან, მრავალკონფესიურ სამშობლოს, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები ერთმანეთის მრწამსს მუდამ პატივს სცემდნენ და ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. მჯერა, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

“იდ-ალ-ფიტრი“, ანუ  რამაზან ბაირამი მუსლიმთა უდიდესი დღესასწაულია და იგი ერთთვიანი მარხვის დასრულებას მოასწავებს.გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.