სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე აღინიშნა 15.05.2019

სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე აღინიშნა, ღონისძიებას სახელწოდებით "ვილაპარაკოთ ოსურად", რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო და იქ შეკრებილ მოსწავლეებს ოსური ენის დღე მიულოცა.

შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას სოფლების, ნიგოზასა და წითელუბნის საჯარო სკოლის ის მოსწავლეები იღებდნენ, რომლებიც ოსურ ენის შემსწავლელ წრეებში სწავლობენ.