ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს 19.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის (ფესახი) დღესასწაულს ულოცავს. 

„პასექი ებრაელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების აღმნიშვნელი, მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან   სიმბოლური დატვირთვა აქვს. ებრაელები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და სწორედ ამას გამოხატავს პასექის დღესასწაულიც.

„ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა უნიკალური და უძვირფასესია და მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.  საუკუნეების განმავლობაში საქართველო ებრაელების სამშობლოა და მათი კულტურა და რელიგია ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის.  გილოცავთ ამ დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და ბედნიერებას“, -   -აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.