"ბოშებს უნიკალური კულტურა და ტრადიციები აქვთ, რაც ჩვენს მრავალფეროვან და მრავალკულტურულ ქვეყანას კიდევ უფრო მდიდარს ხდის" 08.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ბოშათა საერთაშორისო დღეს ულოცავს:

„მინდა ჩვენს ბოშა თანამოქალაქეებს  ეს დღე მივულოცო და ბედნიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. დაე,  სიკეთე და სიყვარული მოეტანოს მას ჩვენს გულებში, ოჯახებსა და ქვეყანაში. ბოშებს უნიკალური კულტურა და ტრადიციები აქვთ, რაც  ჩვენს მრავალფეროვან და მრავალკულტურულ ქვეყანას კიდევ უფრო მდიდარს ხდის. ამ სიმდიდრეს კი შენარჩუნება, დაცვა და განვითარება სჭირდება, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.