„ჟიული შარტავა ერთგულების, თავდადების, გაუტეხლობის სიმბოლოა“ 07.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად,  საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.

დღეს ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შესრულდა.

„ჩვენთვის, ყველასთვის, ის ეროვნული გმირია. ერთგულების, თავდადების, გაუტეხლობის სიმბოლო და ძალა იმისა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზით, მიტევებით, შერიგებით  ვაიროთ. თუმცა, აუცილებლად შევასრულოთ ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც ჟიული შარტავა სიცოცხლის ბოლო წუთამდე სოხუმში იყო.  თავისი გმირობით გვაჩვენა მაგალითი იმისა, რომ არ უნდა გავტყდეთ და სამშობლოს უნდა ვემსახუროთ ყველაფრით, რითიც შეგვიძლია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟიული შარტავას საფლავზე აგრეთვე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.