ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა 08.02.2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 91-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარ თემად არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და მისი შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემის საკითხი იქნა დაყენებული. განხილვის საგანს წარმოადგენდა დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხიც. ხაზი გაესვა აღნიშნული საქმეების გამოძიების აუცილებლობას.  

ყურადღება გამახვილდა  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტეზე, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებზე.  შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში გამყოფი ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც  სტაბილურობას  უქმნის საფრთხეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 20 მარტს გაიმართება.