რუსლან აბაშიძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა 21.01.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისათვის არსებული სიტუაცია იყო. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებით კი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო გამყოფი ხაზების გასწვრივ  მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებულ სირთულეებს.  

მხარეებმა შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.