ქეთევან ციხელაშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა 06.01.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების  დღესასწაულები მიულოცა.

"ვულოცავ სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, ჩვენ სომეხ თანამოქალაქეებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს. თითოეული მათგანის ოჯახს ვუსურვებ სიმშვიდეს, დოვლათსა და ბედნიერებას. ეს დღე   ჩვენი  სამშობლოსათვის სიხარულის მომტანი ყოფილიყოს.

"ამაყი ვარ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის სარწმუნოება, ტრადიციები და კულტურა  დაცულია. გვეამაყება ჩვენი მრავალფეროვნება და მრავალკულტურულობა, ვინაიდან სწორედ ესაა ჩვენი სიმდიდრე, რასაც მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება, რათა 
თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, თავს მომავალშიც გრძნობდეს თანასწორად და  დაცულად. ჰქონდეს საკუთარი იდენტობის და აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა.  სახელმწიფო ამისათვის ძალისხმევას არ დაიშურებს",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.