ქეთევნ ციხელაშვილმა 2018 წელი შეაჯამა 29.12.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განვლილი 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას გამყოფი ხაზისპირა სოფელ ერგნეთში წარუდგინა.

სახელმწიფო მინისტრის თმით, ანგარიშის სწორედ იმ სოფლიდან წარდგენას,  საიდანაც სულ რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია, სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ამ მამაცი ხალხისათვის, რომელიც ყოველ დღე მავთულხლართების პირისპირ საოცარი სიმტკიცის მაგალითს გავძლევს, ჩვენი აპარატის წლიური საქმიანობის ანგარიში ჩამებარებინა  და მათთან ერთად მთელი საზოგადოებისათვის მეთქვა თუ რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რას ვგეგმავთ მომავალში. ახალი წელი უკავშირდება იმედებსა და ახალ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რაც ამ სოფელში ასეთი თავლსაჩინოა - განვითარებით, მშვიდობით, შემართებითა და უკეთესი მომავლის შექმნით.

„მინდა ამ ადგილიდან საქართველოს თითოეულ მოსახლეს, განსაკუთრებით დევნილებს, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ახალი წელი მივულოცო და  ვუსურვო პირველ რიგში მშვიდობა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ, განვითარება და თითოეული ოჯახის ძლიერება, ვინაიდან ქვეყნის ძლიერება სწორედ ამაზე დგას. მინდა ვისურვო, რომ ერთიანი ძალისხმევით, ძალიან კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მისი განხორციელებით, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ ამ მავთულხლართების დაშლა, ხალხის კეთილდღეობისათვის, მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ნდობის ხიდების აღდგენისა და შერიგებისათვის. ამის გარეშე ჩვენი მომავლი წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა  ერგნეთში საშობაო ბაზრობა გახსნა, ჩატარდა კონცერტი, გაიმრთა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება, რომელსაც ერგნეთის გარდა, მეზობელი სოფლების მოსახლეობაც დაესწრო.

ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ შიდა  ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი  გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ა.შ.