ქეთევან ციხელაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა 21.12.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შვედეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმოიხილა. ისაუბრა იმპლემენტაციის პროცესზე.  სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. იმსჯელეს სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებსა და პერსპექტივებზე.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმოიხილა. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მნიშვნელობა. დაისახა სამომავლო გეგმები.