"1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება გამოცხადდა 08.10.2018

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო,  "1+4 პროგრამის" მოსარგებლე პირებისათვის  სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დღეიდან გამოცხადდა. 2018 წლის შემედგომის მიღებისათვის ვაკანტური  500 ადგილია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი  მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.   

პროექტი, სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, 2017 წლიდან ხორციელდება. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, 1-დან 6 თვემდე სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.

 „ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ წავახალისოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმება, ხელი  შევუწყოთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსა და ჩართულობას. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ წამოწყებამ გაამართლა. გვაქვს არაერთი წარმატებული მაგალითი ახალგაზრდების დასაქმებისა იმავე ადრგილას, სადაც სტაჟირება გაიარეს. სწორედ ამიტომ, 2017 წლის ბოლოს, პოზიტიური შედეგების საფუძველზე, მისი ინსტიტუციონალიზაცია გადავწყვიტეთ“, - განაცხადა პრეზენტაციაზე სახელმწფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტერგრაცის სამმართველოს უფროსმა ელისო ლომიძემ.

პრეზენტციაზე უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამის დეტალები გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

განაცხადების მიღება 22 ოქტომბრამდე გასტანს. დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე უნდა იხილონ.