ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა 07.06.2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  რიგით 87-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ, პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი დააყენა. განსაკუთრებული სიმწვავით მოითხოვა მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

ყურადღება დაეთმო 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შემთხვევები, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის მორიგი შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.