ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა 16.05.2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  რიგით 86-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი დააყენა და კატეგორიულად მოითხოვა მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს.

მიმოიხილეს ე.წ. ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შემთხვევები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი მოქალაქის სახლების დაშლის ფაქტი და აგრეთვე ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები. ჯამში შეხვედრაზე 19 საკითხი იქნა განხილული.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. 

აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა  წარმოადგენს.  

IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.