ქეთევან ციხელაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა 21.04.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". განიხილეს ყველა ის მიმართულება და ასპექტი, რომელთაც იგი მოიაზრებს.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩთან იმ შეღავათებსა და სარგებელზე ისაუბრა, რომელთაც ინიციატივა გულისხმობს. მიმოიხილეს თუ რა კონკრეტულ სიკეთეებს მოუტანს მისი განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს. 

საუბარი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკასაც შეეხო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის  გეგმებიც დასახეს.