ქეთევან ციხელაშვილი: ერთსულოვნებით და მშვიდობით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის 09.04.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  შინდისში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

„ამ ბიჭებმა აჩვენეს სამაგალითო თავდადება და თავგანწირვა. ამ გმირული სიკვდილით მართლაც უკვდავყვეს თავიანთი სახელები ჩვენს ისტორიასა და ჩვენს გულებში.“

„დღეს 9 აპრილია, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი უმძიმესი თარიღი, როდესაც ჩვენი ბავშვები, ქალები, მამაკაცები საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ ამხედრებულ ჯალათებს შეეწირნენ ჩვენი დედაქალაქის შუაგულში და ასევე მინდა, დღეს  მათ სახელებს პატივი მივაგოთ. ეს არის ძალიან ტრაგიკული დღეები, მაგრამ ამავდროულად, 9 აპრილი, ისევე როგორც შინდისის გმირობა არის არნახული ერთსულოვნების და თავდადების სიმბოლო. ზუსტად ასეთი ერთსულოვნებით, ოღონდ მშვიდობით, რათა აღარ დაიღვაროს ჩვენი რჩეულების სისხლი,  უნდა ვიბძოლოთ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“.

მინდა ბრწყინვალე დღესასაწაული- აღდგომა მივულოცო ყველას,  განსაკუთრებით იმ ადამიანებს,  ვისაც დღეს მავთულხლართების და სხვადასხვა ხელოვნური დაბრკოლების  გამო ექმნება პრობლემა, რომ მოინახულოს თავისი ახლობლები, ნათესავები, მივიდეს სალოცავებში, გადავიდეს ახლობლების სასაფლაოებზე და მინდა ვუსურვო მათ, რომ მალე გვეცხოვროს  მავთულხლართების გარეშე საქართველოში. ეს აუცილებლად იქნება მიღწეული და ამ დღეს უნდა ვისურვოთ, რომ შერიგებით, ნდობით, შენდობით და უკეთეს მომავალზე ფიქრით  გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა თავისუფალ გარემოში იცხოვრონ და არ ქონდეთ მსგავსი პრობლემები, როგორსაც  დღეს  ადამიანები მავთულხლართების გასწვრივ აწყდებიან“. განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილი შინდისში ქალაქ გორის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთან იმყოფებოდა. ოფიციალურმა პირებმა გვირგვინებით შეამკეს გმირების მემორიალი