კონკურსი ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო კურსში - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად

                                                   

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგკურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.   

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ
  • ვისაც სურს ბიზნესის დაწყება
  • ვისაც აქვს უნარი და მოტივაცია მართოს ბიზნესი

სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას. 


ტრენინგ კურსის თემებია : 
  • ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება
  • ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა
  • პიროვნებები და გუნდები
  • მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა
  • ბიზნეს მოდელირება
  • კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება
  • ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა
  • საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება

ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე. 

კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი.
პერიოდი: 2 ივნისი.
სასწავლო დღეები: შაბათი-კვირა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი.
ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული. 
კურსში მსმენელების რაოდენობა: 16.
ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. 10. 
კურსში მონაწილეობა არის უფასო. 

შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდება ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის  მხარდაჭერით. 

კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად : 
  • მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი (რა მოლოდინი აქვს მსმენელს და მოკლე მონახაზი  ბიზნესიდეის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება
საბუთების მიხედვით გადარჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება (უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს )

გთხოვთ, სათაურის (subject)  ველში მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“. 

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge 
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:  ლალი დევიძე - l.devidze@smr.gov.ge; ტელ: 577 52 77 99 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28 მაისი, 2018 წელი