ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახური აცხადებს დამხმარე მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

პროგრამის მიზანია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ქართული ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

დამხმარე მასწავლებლის ძირითადი მოვალეობები:

  •  სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვანი სკოლის შესაბამისი საგნის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად; 
  •  სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვანი სკოლის ადგილობრივ მასწავლებლების დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში; 
  •  ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მეთოდურ კურსში მონაწილეობა;
  •  არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა;
  •  ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა; 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი; 
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა. 
ცოდნა/კომპეტენცია 
  • ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის, კულტურისა და რელიგიის მიმართ; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პრეზენტაციის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მოხმარებისა და ინტერნეტით სარგებლობის უნარი; 
  • საქმიანობის ორგანიზების უნარი; 
  • თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი.
პროგრამის დამხმარე მასწავლებელი ვალდებულია მაღალ დონეზე ფლობდეს სახელმწიფო ენას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.

განაცხადების მიღება წარმოებს 21 ივლისამდე

შერჩეული კანდიდატები 2017-2018 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლებში.
2018-2019 სასწავლო წლის დასრულებამდე, პროგრამაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეს დაუფინანსდება სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.